შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს ებრაული ახალი წელია - როშ ჰაშანა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2020
დღეს ებრაული ახალი წელია - როშ ჰაშანა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 18.09.2020 ებრაული კალენდრის მიხედვით, 18-20 სექტემბერს ებრაელი ხალხი ახალ წელს - როშ ჰაშანას აღნიშნავს. ათვლა დაიწყო 5781-მა წელმა. როშ ჰაშანა ორ დღეს გრძელდება და მსგავსად სხვა ებრაული დღესასწაულებისა მოძრავია. ებრაული ახალი წელი გამოირჩევა იმით, რომ მას განსაკუთრებულად არ ზეიმობენ. როშ ჰაშანა ებრაელისთვის არის განვლილი წლის შეჯამება, ცოდვების მონანიება, საკუთარი თავის გააზრება და მომავლისადმი იმედი.„საქართველოს 26 საუკუნოვან ებრაულ თემში დღესასწაულს დიდი იმედებით ეგებებიან. ტრადიციისამებრ, მიდიან სალოცავში, ერთმანეთს პატიებას სთხოვენ და ცდილობენ ყველაფერი კარგი დაიბედონ. რაც შეეხება სადღესასწაულო სუფრას, სასურველია სუფრაზე იყოს: თაფლი, მარილის ნაცვლად, ვაშლი, აუცილებელია თევზი და თევზის თავი. როგორც თევზია გამრავლებული, ხალხი რომ გამრავლდეს და იყვნენ თავში და არა ბოლოში. ასევე სუფრაზე შეგვხვდება: ლეღვი, წითელი ჭარხალი, პრასი, ყურძენი, ბროწეული და ა. შ“, - განმარტავს ქართველ ებრაელთა ისტორიის მკვლევარი მამუკა აშვეთია.მისივე თქმით, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ებრაელები დღემდე აგრძელებენ საქართველოდან წაღებულ ტრადიციებს და როშ ჰაშანის სუფრაც ისეთივე უცვლელია, როგორიც წლების წინ საქართველოში იყო.ამ დროისათვის, ახალციხეში, რაბათის „ებრაელთა უბანში“ მხოლოდ ერთი ებრაელი, სიმონ ლევიშვილი ცხოვრობს. იგი უკვე წლებია საუკუნოვან სინაგოგას უვლის.ამავე თემაზე ნახეთ:
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია