შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2020
1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება მთავარი → სიახლე, განათლება 18.09.2020 სტუდენტები, რომლებიც სომხეთში სწავლობენ, სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში არსებული სომხეთის საელჩო ავრცელებს. სომეხი ეროვნების 1046 სტუდენტი, სომხეთში საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოდან“ შევლენ. მათ 14 დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ.„1 046-მა საქართველოს მოქალაქემ, ვინც სომხეთში სწავლობს მიიღო უფლება სომხეთის საზღვრის გადაკვეთის, სტუდენტები ამის შესახებ ინფორმაციას, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიიღებენ“, - განმარტეს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სომხეთის საელჩოში. უკვე ცნობილია იმ სტუდენტების სია, რომლებსაც საზღვრის კვეთა შეუძლიათ. სტუდენტების ვინაობები ქართულ მხარეს სომხეთის საელჩომ მიაწოდა. სახელისა და გვარის გადამოწმება შესაძლებელია სიაში. [რიმა სარუხანიან]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია