შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2020
ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 18.09.2020 უკრაინაში მცხოვრები, ახალციხელი სპორტსმენი, გიორგი აკოშვილი, შერეულ ორთაბრძოლებში უკრაინის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას მიიღებს. აკოშვილი 77 კილო წონით კატეგორიაში უკრაინის ჩემპიონ, ევგენი ბერკოვსკის შეებრძოლება.შეხვედრა 26 სექტემბერს, ქალაქ დნეპროპეტროვსკში გაიმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ. გიორგი საქართველოს სახელით იბრძოლებს.„ჩემი მოწინააღმდეგე უკრაინის ჩემპიონი ევგენი ბერკოვსკია, მას ოთხი მოგება და ორი წაგება აქვს და ძირითადად დგომში იბრძვის. მე მზად ვარ ამ ბრძოლისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართული დროშა ავაფრიალო“,- ამბობს 24 წლის, ახალციხელი სპორტსმენი.[მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია