შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘გამოძიება დავიწყეთ’ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკოიანის ძმის კომპანიაზე

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2020
‘გამოძიება დავიწყეთ’ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკოიანის ძმის კომპანიაზე მთავარი → სიახლე, სამართალი 17.09.2020 ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში საგამოძიებო სამსახური მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე შევიდა. „მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე დავიწყეთ გამოძიება, გიდასტურებთ კომპანიაში შესვლასაც, სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.რომელი მუხლითაა დაწყებული გამოძიება უწყებაში არ ამბობენ."ქართული ოცნების" დეპუტატი და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი ძმის, მარტუნ მკოიანის გაზის კომპანიაში, საგამოძიებო სამსახურის შესვლას, მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ "ასე ცდილობენ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ათქმევინონ".ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „ეს ჯი გაზ კომპანიში“ დოკუმენტების დალუქვის და გატანის ამსახველი კადრები მკოიანმა დღეს, 17 სექტემბერს გაავრცელა. „ეს ჯი გაზ კომპანის“ 20%–ს შპს „მეეკი“ ფლობს, რომლის მეწილეებიც ენზელ მკოიანის ძმა და მისი შვილი არიან.აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ 12–მდე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი გაზის კომპანიას, ტარიფების ხელოვნურად მომატებაში ადანაშაულებენ.[მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია