შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამოძიების დაწყება არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს – საგამოძიებო მკოიანის კომპანიაზე

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2020
გამოძიების დაწყება არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს – საგამოძიებო მკოიანის კომპანიაზე მთავარი → სიახლე, სამართალი 18.09.2020 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ენზელ მკოიანის ძმის კომპანიის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე დაიწყო და ეს არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სამცხე–ჯავახეთში მოქმედი ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიმართ დაწყებული გამოძიება ხელს არ შეუშლის მის საქმიანობას. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია და არა კომპიუტერული ტექნიკა, ასევე არ გატარებულა სხვა სახის საპროცესო იძულების ღონისძიება, რაც ხელს შეუშლიდა კომპანიას განაგრძოს საქმიანობა და მოსახლეობის გაზით მომარაგება“. ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თავადვე დაადასტურა ოქმი ხელმოწერით, რომ დოკუმენტების ამოღება არ შეაფერხებს კომპანიის საქმიანობას.“ – ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში გაზკომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის კადრები ენზელ მკოიანმა, 17 სექტემბერს გამოაქვეყნა, ის აცხადებდა, რომ მისი ძმის კოპანიაზე „შეტევა“ მიზანმიმართული „შავი პიარის კამპანიის“ ნაწილია, რომელიც, მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის მიერ კანდიდატად არ დასახელების შემდეგ, მანდატისთვის დამოუკიდებლად ბრძოლა გადაწყვიტაახალაქალაქისა და ნინოწმინდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის კომპანიის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას წინ უძღვოდა საპროტესტო აქცია ახალქალაქში, სადაც შეკრებილები აცხადებდნენ, რომ მკოიანის ძმის გაზკომპანია ტარიფებს შეგნებულად ზრდიდა. საგამოძიებო სამსახური საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით იძიებს, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას გულისმობს[რობი ზარიძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია