შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ტელეფონს ტუალეტში ჩაგიგდებ’ – რატომ დაუპირისპირდნენ ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტს ეკლესიაში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ოქტომბერი 2020
‘ტელეფონს ტუალეტში ჩაგიგდებ’ – რატომ დაუპირისპირდნენ ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტს ეკლესიაში მთავარი → სიახლე, საზოგადოება 14.10.2020 დღეს, 14 ოქტომბერს ახალციხეში, რაბათში მდებარე ეკლესიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ტექნიკა წაართვეს და ეკლესიის ეზოდან ძალის გამოყენების გამოაძევეს. მრევლის გაღიზიანება ტაძარში ფოტოების გადაღებამ გამოიწვია. „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვის გადასაღებად მივიდა. მრევლთან ერთად ტაძარში ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძეც იმყოფებოდა, სწორედ მან გააპროტესტა პირველმა ფოტოების გადაღება.„რა გინდათ, ვინ ხართ და რატომ დამდევთ, სურათებს რატომ მიღებთ, წაშალეთ სურათები“,– ამ სიტყვებით მიმართა ჟურნალისტს ზაზა მელიქიძემ. მერის შემდეგ, ეკლესიაში გადაღებული ფოტოს წაშლა მოგვთხოვა კიდევ ერთმა პირმა, რომელიც გოჩა ქურციკიძედ გაგვეცნო, მან ჟურნალისტი ძალის გამოყენებით ეკლესიის ეზოდან გაიყვანა, ტელეფონი და დიქტოფონი წაართვა და „ტუალეტში ჩაგდებით“ დაემუქრა.„ჩემი სურათი წაშალე თორემ... ახლა ამას [ტელეფონს და დიქტოფონს] გადაგიგდებ... მე ვერ გადამიღებ გენაცვალე, მოგზავნილი ხარ?! წაშალე თორემ ტუალეტში ჩავაგდებ, ზაზამაც გთხოვა [გულისხმობს მერს]ნუ იღებ! არ მოგცემ ტელეფონს, მიდი, დაუძახე პოლიციას, მკითხე რომ მიღებდი?! წადი შენი.. საიდან ჩამოეთრიე?! შენ ხარ ეშმაკი, წამოეთრიე პოლიციაში“.„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ცდილობდა წართმეული ტექნიკის დაბრუნებას. ამ პროცესს თვალს ადევნებდა ზაზა მელიქიძეც.„ნუ უზრდელობ გოგო, შენით წაშალე ეგ ფოტო, როგორ იბადებიან შენნაირები?!“ – უთხრა ჟურნალისტს ქურციკიძემ.გოჩა ქურციკიძესთან ერთად, ფოტოს წაშლას ითხოვდა ეკლესიის ეზოში შეკრებილი მრევლის ნაწილიც. sknews radio · დაპირისპირება ეკლესიაში
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია