შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ოქტომბერი 2020
ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 20.10.2020 ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ახალციხეში არსებულ ებრაულ მემკვიდრეობას გაეცნო და უძველესი სინაგოგა მოინახულა, რომელიც რაბათის უბანში მდებარეობს. სპეციალურად მისთვის გაიხსნა უძველესი „სეფერ თორაც“. ელჩს სინაგოგა ებრაული თემის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს. ისრაელის ელჩის რან გიდორის ორ დღიანი ვიზიტი დღეს, 20 ოქტომბერს დაიწყო. მის ფარგლებში ელჩმა 1863 წელს აშენებული უძველესი სინაგოგა მოინახულა. ახალციხეში ებრაელი ხალხის ცხოვრებისა და მათი მემკვიდრეობის შესახებ ელჩს ადგილობრივი ებრაელები ესაუბრნენ, სინაგოგის მცველი სიმონ ლევიშვილი და ახალციხეში დაბადებული მენახე მელაზარე, რომელიც ამ დროისათვის ისრაელში ცხოვრობს. სტუმრებმა სინაგოგაში არსებული უძველესი „სეფერ თორა“ ნახეს, რომელიც ებრაელებისთვის მნიშვნელოვანია: „აქ ინახება სეფერ თორა“. ჩვენ მასზე ვლოცულობთ. აქ არის ათი მცნება, რომელიც მოსემ ჩამოიტანა სინაის მთიდან და მან მიიღო ღმერთისგან, ებრაული ისტორია დაიწერა ამ თორაში“, - განმარა მენახე მელაზარემ. რაბათის უბანში ელჩმა და სტუმრებმა მხოლოდ ერთი, მოქმედი სინაგოგა მოინახულეს. შორიდან დაათვალიერეს მახლობლად არსებული მეორე, 1902 წელს აგებული სინაგოგა, რომელიც დღეს ებრაულ საზოგადოებას არ ეკუთვნის და სავალალო მდგომარეობაშია. „დღეს რეგიონის გუბერნატორთან და ახალციხის მერთან მქონდა საუბარი და მათ თქვეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია ეს (1902 წელს აშენებული) სინაგოგა შესული და ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს მის რესტავრაციას. მოვისმინე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისცა განკარგულება, რომ სინაგოგას ჩაუტარდეს რესტავრაცია და შემდეგში გადმოეცეს. მე ვიცი ბიძინა ივანიშვილი ვინ არის, ვიცი რომ მან გააკეთა საქართველოში არსებული ყველა სინაგოგის რესტავრაცია და ამისთვის გამოყო სახსრები, ვიცი, რომ ის თუ იტყვის სიტყვას არის გამკეთებელიც“, - განაცხადა მენახე მელაზარემ. მისივე თქმით, უძველესი სინაგოგები არა მხოლოდ ებრაული სალოცავებია, არამედ ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის სიმბოლო: „ეს არის ისტორიული ძეგლები, ამისათვის მოდის ისრაელიდან ათასობით და ათიათასობით ტურისტი, რომელიც ქალაქისათვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს ისტორიული ძეგლი არ არის მხოლოდ ებრაელებისა, ეს არის ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის, ერთობისა და სიყვარულის ძეგლი, ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და ქალაქმა უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ ეს ძეგლი იყოს კარგად შენახული“.ისრაელის ელჩის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში რეგიონში „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ ინიციტივით მოეწყო. იგი თბილისში 22 ოქტომბერს დაბრუნდება, მანამდე კი მოინახულებს ტურისტულ ადგილებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. [თაკო ფეიქრიშვილი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია