შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროექტი ევროპული სწავლების სამკუთხედი ახალციხის სკოლებში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2020
პროექტი ევროპული სწავლების სამკუთხედი ახალციხის სკოლებში მთავარი → სიახლე, განათლება 24.10.2020 კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში, საქართველოს განათლების სამინისტროსა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით, 19-22 ოქტომბერს ახალციხის ქართულ, ქართულ-რუსულ და სომხურ სკოლებში მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგები თემაზე „ევროპული ასოცირების პროცესები საქართველოში.“ ახალციხეში გამართულ ტრენინგებს უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები ეკატერინე ქარდავა, ზურაბ ბრაგვაძე და გურანდა ჭელიძე.ტრენინგის მიზანად ისახავდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერას ეთნიკური უმცირესობებითა და დევნილებით დასახლებულ რეგიონებში. კერძოდ, სწავლების, კომუნიკაციისა და ინფორმირების საშუალებით მსმენელების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური სივრცის შეთანხმებისა (AA/DCFTA) და სწორი საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ. ტრენინგები მიმდინარეობდა ქართულ ენაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეთნიკურ უმცირესობაში ქართული ენის ცოდნას გაღმავებასა და მოსწავლეთა მოტივაციის გაძლიერებას გააუმჯობესონ საკომუნიკაციო უნარები სახელმწიფო ენაზე. ტრენინგებზე გამოკვეთილი მსმენელთა დიდი ინტერესი საქართველოში ევროპული ასოცირების პროცესებთან მიმართებაში, გაზრდის ევროინტეგრაციისა და ასოცირების თემატიკის განხილვას სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის სწავლების პროცესში. ამისათვის კი მასწავლებლებს ძალიან მალე მიეცემათ შესაძლებლობა გამოიყენონ ამავე პროექტის ფარგლებში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის დამხმარე რესურსის სახით მომზადებული სახელმძღვანელო, რომელიც მალე იხილავს დღის სინათლეს ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. ტრენინგები დასრულდა და ახლა ჯერი ჩვენს მოსწავლეებზეა. მათ ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ჟან მონეს ამავე პროექტში გამოცხადებულ ესეების კონკურსში სახელწოდებით „მე დავინახე ევროპა საქართველოში“. პროექტის ექსპერტების თქმით, მოსწავლეები ქართულ ენაზე, წერილობითი ფორმით წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს AA/DCFTA–ს მნიშვნელობის შესახებ საქართველოს განვითარებაში და მათ პირად ცხოვრებაში, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს ისინი ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია