შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პატრიოტთა ალიანსის სამი წევრი პარლამენტში შევიდა

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 იანვარი 2021
საქართველოს პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა.

ირმა ინაშვილის - ადგილმონაცველად გელა მიქაძის დამტკიცებას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა,
გიორგი ლომიას - ადგილმონაცვლედ - ფრიდონ ინჯიას დამტკიცებას 81-მა დეპუტატმა,

გოჩა თევდორაძის - ადგილმონაცველად დავით ზილფიმიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის კი - 82-მა.
"უკვე ოპოზიცია წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებში და საპარლამენტო საქიმანობაში", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ინაშვილს, ლომიასა და თევდორაძეს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც პოლიტიკოსებმა საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი მოთხოვნით მიმართეს. პარტიის ეს წევრები თვლიან, რომ არჩევნები გაყალბებულია და ამის გამო დეპუტატობაზე უარს ამბობენ.
დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლისთან ერთად ის "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს. ინჯია საკუთარ გადაწყვეტილებას განმარტავს და მბობს, რომ ქვეყანა ახლა ქვეყანა ურთულესი გამოწვევბის წინაშე დგას და პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
თავის მხრივ, ინჯიამ, ქვეყნის ყველა ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა, რადგან მისი აზრით, "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია