შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იანვრიდან პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 იანვარი 2021
2021 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით გაიზარდა და 240 გახდა, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსიამ 25 ლარით მოიმატა და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით. საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მილიონი ლარი (გაზრდილია 370 მილიონი ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით.

პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია