შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვოლსკის სამართლის კოდექსი" - აქტივისტებმა სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აპრილი 2021
აქტივისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით "ვოლსკის სამართლის კოდექსი", რითაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეურაცხმყოფელ ჟესტს აპროტესტებენ.

სამართალდამცავებმა გუშინ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან 13 პირი დააკავეს. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" ოფისთან უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. მას შემდეგ, რაც გია ვოლსკის აქტივისტებმა "მონა" უწოდეს, მმართველი გუნდის დეპუტატმა აქტივისტების მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია