შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, - IRI-ის კვლევა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2021

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 35% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს,

18% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა „ევროპული საქართველო“ დაასახელა, 3%-მა კი - „სტრატეგია აღმაშენებელი“.
გამოკითხულთა 2%-მა „გირჩი მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაასახელა, ასევე, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა:„ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ და „პატრიოტთა ალიანსი“; გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას პარტია „ლელოს“ მისცემდა, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 10 % ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, 15%-მა არ იცის/ან პასუხი არ აქვს კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას.

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.
საველე სამუშაოები „IPM“-ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.


 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია