შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2021
ქართველ კლასიკოსს გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ,  მწერლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. გურამ დოჩანაშვილის ცხედარი სამების ტაძარში გუშინ დაასვენეს.

მწერალს, მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში". მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია