შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აპრილი 2021

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება

ამ თემაზე ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მუშაობის დაწყების მსურველებმა რეგისტრაცია პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ უნდა გაიარონ.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია