შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს პრეზიდენტმა, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აპრილი 2021
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება მხოლოდ ტიტების მიტანაში.

"9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, რომ თუ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას, ეს არის ერთიანობა, სიდინჯე, დამოუკიდებლობის მიმართ ბოლომდე შეგნება თუ რას ნიშნავს. გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯით, ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია