სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინებით სრულად აცრილ პირებს საზღვრებს გაუხსნის

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მაისი 2021
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა შეთანხმდა, რომ ავტორიზებული ვაქცინებით სრულად აცრილ პირებს საზღვრებს გაუხსნის. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. . ევროკავშირის კომისიის სპიკერმა დაადასტურა, რომ ელჩებმა მხარი დაუჭირეს მოგზაურობის წესების განახლებას.

ევროკავშირმა შეადგინა უსაფრთხო ქვეყნების "თეთრი სიაც", საიდანაც მოგზაურებს მიიღებენ. პარასკევს უნდა გახდეს ცნობილი რომელი წევრები იქნებიან სიაში, რომელთა მაცხოვრებლებიც მოგზაურობას ვაქცინაციის გარეშე შეძლებენ. მათ უნდა წარადგინონ "საჭირო დოკუმენტაცია", როგორიცაა უარყოფითი ტესტის პასუხი ან საკარანტინო მტკიცებულება. ამჟამად ამ ჩამონათვალში მხოლოდ 8 ქვეყანაა, მათ შორის ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და ისრაელი.

ევროკავშირის განცხადებით, ცალკეულ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული თუ რა ტიპის მტკიცებულებებს მიიღებენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია