სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივნისი 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 346 150-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 896 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 329 516-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 834 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა, აჭარა - 82, იმერეთი - 99, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 33, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 88, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც: 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი,. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პირი, 639 ადამიანი მოთავსებულია 7 594 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. სულ 6 ოქტომბრიდან - 1 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 810 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 104 ადამიანი.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია