სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში, პირი 800 000 დოლარის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა- ნათქვამია საქართველოს პროკირატურის განცხადებაში

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ნოემბერი 2021
პროკურატურის განცხადებით ერთი პირი თაღლითურად დაეუფლა ა (ა)იპ ,,ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის" კუთვნილ მიწის ნაკვეთს. ბრალი პროკურატურამ ერთ პირს წარუდგინა.

'საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის აგვისტოში, ბრალდებულმა ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ წარმომადგენელები დაარწმუნა, რომ შემოიყვანდა ინვესტორს, რომელიც ასოციაციის ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას მას შემდეგ შეიძენდა, რაც აღნიშნული ქონება მასზე, როგორც ინვესტორისთვის სანდო პირზე გადაფორმდებოდა.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელშიც მიეთითა, რომ თითქოსდა ბრალდებულმა გადაიხადა უძრავი ქონების ღირებულება - 800 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის შედეგად, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ბორჯომში, ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ კუთვნილ 4652 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს'- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია