სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ მოგაკვლევინებთ!" - პარლამენტთან "სირცხვილია" აქციას მართავს

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2021
საქართველოს პარლამენტის იმ შესასვლელთან, რომლითაც დეპუტატები, მოქალაქეები, იქ დასაქმებული პირები და ჟურნალისტები სარგებლობენ, აქცია იმართება. მოძრაობა "სირცხვილია" გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

"თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, ევროკავშირში თქვენი ადგილი მაინც არ არის"; "საქართველო 90-იანი წლების მშფოთვარე წარსულს უბრუნდება"; "არ მოგაკვლევინებთ!" და ა.შ. - ეს ის პლაკატებია, რომლებიც აქციაზე მისულ აქტივისტებს უკავიათ.

"ყოველდღე ვცდილობთ, რომ "ქართულ ოცნებას" შევახსენოთ, რომ მათ ქვეყნაში რუსული ავტორიტარიზმის ბოლომდე დამკვიდრება არ გაუვათ, რადგან ჩვენ აქ ვართ. "ქართული ოცნების" 9 წლიანი გეგმა, რომელიც კულმინაციაში მოვიდა ბოლო წლის განმავლობაში ის არის, რომ საქართველოს კარები ევროკავშირსა და ნატოში ამოიქოლოს... რაც შეეხება ამ აქციის კონტექსტს, ვფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გადასაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. თითქოს, რეალითი შოუში ვცხოვრობთ, ხელისუფალი გვაყურებინებს, როგორ კლავს ქვეყნის მესამე პრეზიდნეტს, ამ ყველაფერს ეწირება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა", -  "სირცხვილიას" აქტივისტი, ნოდარ რუხაძე.

სააკაშვილი 50-ე დღეა, რაც შიმშილობს. ახლა მისი მოთხოვნაა გადაიყვანონ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ის ამჟამად იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს".



წყარო: რადიო თავისუფლება

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია