სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ღარიბაშვილი შრომისუნარიანი მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გამკაცრებაზე საუბრობს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ნოემბერი 2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში სოციალური დახმარების მანკიერი სისტემაა, რომელიც უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, შრომისუნარიან მოსახლეობას, რომელსაც შეუძლია დასაქმდეს, დახმარების ნაცვლად სამუშაო ადგილი უნდა შესთავაზონ.

"არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე ტენდენციები არის შემაშფოთებელი - ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული სამუშაო იმის შიშით, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას დახმარება; არ არის მოტივირებული, რომ საყოფაცხოვრებო მდგომარეობა გაიუმჯობესოს და ეს რა თქმა უნდა არის კატასტროფა."



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია