სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 დეკემბერი 2021
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესული ცვლილებების მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით სამივე მათგანი აირჩიეს.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ფერაძე აირჩიეს. მის კანდიდატურას 25-დან 24-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატებმა.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ჯუმბერ კურტანიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას 25-დან 24-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატებმა.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ნიკოლოზ კიკნაძე აირჩიეს. მის კანდიდატურას 24-დან 24-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატებმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია