სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე-ჯავახეთში მოხალისე მაშველების გადამზადება დასრულდა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მაისი 2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოხალისეთა გადამზადების პრაქტიკული კურსი დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტის - „სამოქალაქო დაცვის სისტემის გაძლიერება მოხალისეთა შესაძლებლობების გაძლიერების გზით,“ დასკვნითი სიმულაციური სწავლება გაიმართა.



ღონისძიების ფარგლებში, მოხალისეებმა პროექტის მიმდინარეობისას შეძენილი ცოდნა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში წარმოადგინეს.
სწავლება მოიცავდა როგორც სახანძრო, ასევე, სამაშველო მიმართულებებს და მასში სულ 40 სამოქალაქო პირი იყო ჩართული. ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მოხალისეთა ერთობლივ გუნდებს შესაბამისი სწავლება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის გამოცდილმა ინსტრუქტორებმა ჩაუტარეს.


პროექტი ევროკომისიის, ავსტრიის წითელი ჯვრის და ავსტრიის განვითარების კოოპერაციის მხარდაჭერით განხორციელდა. მისი დასრულების შემდეგ, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში უკვე შეიქმნა მოხალისეთა გუნდები, რომლებიც რეგიონის მასშტაბით, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების დროს, სხვადასხვა სახის დამხმარე სამუშაოებში ჩაერთვებიან. მოხალისეები კიდევ უფრო გააძლიერებენ საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობას და სწრაფ რეაგირებას ადგილობრივ დონეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინირებით.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია