სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

31 მაისიდან ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები გაფიცვას აანონსებენ

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 მაისი 2022
ლაბორ • LABOR-ის  მიერ, სოციალურ ქსელში, გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 31 მაისს  ბორჯომის პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ბორჯომის პირველ და №2  ქარხანაში დასაქმებულთა უვადო სრულმასშტაბიანი გაფიცვა!
' სადაც დასაქმებულები მოითხოვენ:

1. უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას
2. ხელფასების დარიცხვას
3. ძველ შრომით პირობებზე დაბრუნებას
4. უვადო ხელშეკრულებებს ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასები 25-%ით ზრდას
5. შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრას მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებასა და პასუხისგებაში მიცემას
6. კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას

და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს რომლებიც მნიშვნელოვანია ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის
კომპანიის მხრიდან ხორციელდება გარკვეული პროვოკაციული ქმედებები დაპირისპირებისა და ესკალაციისთვის რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ “აიდიეს ბორჯომი საქართველოს!"-  ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია