სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეჩერებულია

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივნისი 2022
რიკოთის უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"დღეს, 07:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებული საავტომობილო გზის 149 კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ფერდის დამუშავებისას, ქვათაცვენის საშიშროებიდან გამომდინარე, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა

ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ეწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისთის საჭირო დამცავი ბარიერები. საავტომობილო მოძრაობა საორიენტაციოდ რამდენიმე საათში აღდგება",
- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, რიკოთზე მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია