სამცხე-ჯავახეთი
„შინ ევროპისკენ“ - დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია გაიმართება
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
20 ივნისი 2022
დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია
„შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე
პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.
აქცია „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით
იმართება.
როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით
მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და
ევროკავშირის წარმომადგენლები.
21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის
მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
ცნობისთვის, თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეთა
შეკრებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც - 18:00 საათზე ზუგდიდში,
19:00 საათზე ბათუმში და 15:00 საათზე ქუთაისში გაიმართება.
ამასთან, მსგავსი შეკრებები ჩატარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში,
პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში,
შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.