სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს

განათლება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივნისი 2022
დღეს, 20 ივნისს, ბორჯომის 20-ივე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება. ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით, პროცესი მშვიდად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცესი დილის 10 საათიდან დაიწყო.

12:00 საათის მონაცემებით, უკვე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 490-მა მშობელმა და 250-მა მასწავლებელმა.

ფარული კენჭისყრის პრინციპით, ხმის მიცემა 16:00 საათამდე გაგრძელდება.

სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, რამდენი წევრით დაკომპლექტდება თითოეული სამეურვეო საბჭო.

" სამეურვეო საბჭოს არჩევნები, ბორჯომის 20-ივე საჯარო სკოლაში მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს. არის აქტიურობა. პროცესი ოთხ საათამდე გაგრძელდება. სამეურვეო საბჭო წარმოადგენს ორგანოს, რომელიც ჩართულია სასკოლო ხელმძღვანელობაში. კერძოდ: სკოლის დირექტორის დანიშვნის, ფინანსების თუ ხარჯების განკარგვის, გადაწყვეტილებების მიღების და ყველა იმ მნიშვნელოვან პროცესში, რაც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია