სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში გამოვლინდა

სამართალი
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აგვისტო 2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 204 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 151 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 53 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 36 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, აჭარაშიც - 24, იმერეთში - 20, შიდა ქართლში - 13, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 7, გურიაში - 7, ქვემო ქართლში - 6, მცხეთა-მთიანეთში კი, 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

სამართალდარღვევა გამოვლინდა დედაქალაქშიც; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი აღკვეთეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 600 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 50 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია