სამცხე-ჯავახეთი
ამ დრომდე პატიმრობაშია 2 მარტს პარლამენტთან დაკავებული 29 ადამიანი
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 მარტი 2023
ამ დრომდე პატიმრობაშია 2 მარტს
პარლამენტთან დაკავებული 29 ადამიანი.
გუშინ, 2 მარტს, პარლამენტის შენობასთან დაკავებული 29 ადამიანი ამ
დრომდე პატიმრობაში რჩება. როგორც რადიო თავისუფლებას მათ
უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში განუცხადეს, სასამართლო
პროცესები ჯერ არ დანიშნულა.
პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის ორი ჟურნალისტი დააკავა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი
ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძვლით. მათგან 7 იმავე საღამოს
გაათავისუფლეს.
წყარო: ,,რადიო თავისუფლება'