სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე-ჯავახეთიდან ორმა დეპუტატმა ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტის „ჩაგდების“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მარტი 2023
დღეს, 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

სამცხე-ჯავახეთის სამი დეპუტატიდან სხდომას ესწრებოდნენ ანტონ ობოლაშვილი და სუმბატ კიურეღიანი. სხდომაზე არ იყო სამველ მანუკიანი.

მათგან ობოლაშვილმა და კიურეღიანმა კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

შეგახსენებთ 7 მარტს, კანონპროექტს, პირველ მოსმენაზე სამივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.



ამავე თემაზე:

ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო პლენარულ სხდომაზე
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია