შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის ბიუჯეტიდან საგრანტო პროგრამა დაფუძნდება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 სექტემბერი 2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" დარეგისტრირდნენ, სახელმწიფო გრანტს მიიღებენ. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ცნობით, რეესტრს დასარეგისტრირებლად 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა. სწორედ ეს ორგანიზაციები მიიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საგრანტო დაფინანსებას. „საზოგადოების წინაშე გამოხატული სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მინდა მადლობა გადავუხადო“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. „მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელთა ფულით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. NGO-ები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ. ამ პროგრამიდან დახარჯულ თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არც უნდა გაიზიაროს ეს ინიციატივა. ეს უნდა გაიზიარონ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც დღემდე მოქმედებდნენ და მომავალშიც იმოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბმისად; რომლებიც პატივს სცემენ კანონს საქართველოში და სამართლის უზენაესობას“, - განაცხადა კობახიძემ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია