შიდა ქართლი
,,ბორდერიზაცია განახლდა კოდაში, ავლევში, ჭვრინისსა, კნოლევში - ერგნეთის შეხვედრის დეტალები
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
12 სექტემბერი 2024
კოდა, ავლევი, ჭვრინისი, კნოლევი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ
სოფლების, სადაც ბოლო თვენახევრის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა
ბორდერიზაცია განაახლეს. ამის შესახებ დღეს, ერგნეთის შეხვედრის
დაწყებამდე გახდა ცნობილი.
სუსის წარმომადგენლის თქმით, რუსმა ფორმიანებმა ე.წ.
ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს და აღმართეს ძელები, სადაც
სავარაუდოდ, მავთულხლართების გაბმა მოხდება. ირაკლი ანთაძის თქმით,
ბორდერიზაცია სულ 8 ჯერ დაფიქსირდა.