შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექსპორტი ონლაინ: როგორ ეხმარება ევროკავშირი ადგილობრივ მეწარმეებს ახალი სავაჭრო პლატფორმით - AGRODEALS

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აპრილი 2020
AGRODEALS.NET ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში აგრო სექტორში ჩართული მხარეებისთვის შეიქმნა. აერთიანებს ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, საცალოდ და ბითუმად მოვაჭრეებს, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს, სასაწყობო მეურნეობებს და ყველა იმ ადამიანს - რომელსაც აგრო პროდუქტების წარმოება, შესყიდვა-გაყიდვის ბიზნეს ინტერესი აქვს. AGRODEALS.NET ეხმარება ყველა დაინტერესებულ მეწარმეს, იპოვნონ სამომავლო პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე და გააუმჯოესონ საკუთარი საქმიანობა. ონლაინ პლატფორმა შემუშავდა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - "სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობის თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით", რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ახორციელებს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია