შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხინვალში პირბადეების და ხელთათმანების არქონის გამო ექიმი საავადმყოფოში არ გამოცხადდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2020
ცხინვალის საავადმყოფოში ექიმი ვლადისლავ ვალიევი 1 აპრილს არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მორიგეობა უწევდა. ამავე დროს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მედიკოსები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.  მან საავადმყოფოს მთავარ ექიმს წერილობით აცნობა: „გაცნობებთ, რომ 01:04.2020-ში მორიგეობაზე უარი ვთქვი, რადგან COVID-19-თან დაკავშირებული კარანტინის გამო არ მქონდა ინდივიდუალური აღჭურვილობა“ - წერს ვლადისლავ რუსლანის ძე ვალიევი. ახსნა-განმარტების მიხედვი, ექიმი ვალიევი აკონკრეტებს, თუ რა სახის დამცავ საშუალებებს გულისხმობდა. ესენია ნიღბები, სათვალე, ხელთათმანი და დამცავი კომბინიზონები. ახსნა-განმარტების ასლი სოციალურ ქსელში 2 აპრილს  გრიგორი აბაევმა გამოაქვეყნა. აბაევი დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მხარდამჭერია. ,,უმჯობერსია ჩვენი სამედიცინო მუშაკები აღვჭურვოთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია