შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორელ მძღოლს სომხეთის საზღვარზე კორონავირუსი დაუდგინდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2020
სომხეთიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ტრაილერის მძღოლს, რომელიც წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტიდანაა, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის ვებ-გვერდი ,,გორის მაცნე" ავრცელებს. qartli.ge-ის ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი გორის ერთ-ერთი დიდი სოფლის მკვიდრია. დაავადების ისტორიას სწავლობენ როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში. გორის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გიუნაშვილის ცნობით, მამაკაცი ამჟამად სომხეთის კლინიკაში იმყოფება. გიუნაშვილმა გვითხრა, რომ საქართველოში მყოფ მის შვილს ტესტი ჩაუტარდა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღეს. გრძელდება ოჯახის წევრებზე დაკვირვება. ,,აღნიშნული პირი, საქართველოს მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მამაკაცი ტრაილერის მძღოლია. მას ტემპერატურა დაუფიქსირდა სომხეთის საზღვარზე შესვლისას, გადაიყვანეს კლინიკაში სადაც ჩაუტარდა ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად მამაკაცი მოთავსებულია სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში სადაც მკურნალობა უტარდება. აღნიშნული პირი სომხეთში მანამდეც ი
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია