შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი COVID 19-ის არსებობაზე

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა ე.წ. პროტოკოლი, რომლის მიხედვით, სამედიცინო პერსონალს, COVID-19–ის არსებობაზე ე.წ. კლინიკური ეჭვის მიტანა შეუძლია. კლინიკური ეჭვის მიტანა COVID-19–ის არსებობაზე უპირველესად აუცილებელია იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ: (ა) ახლად აღმოცენებული ცხელება და/ან სასუნთქი სისტემის (რესპირაციული) სიმპტომები (მაგ., ხველა, ქოშინი); (ბ) ქვედა სასუნთქი გზების მძიმე დაავადება, რომლის მიზეზი გაურკვეველია. COVID-19–ის არსებობის ალბათობა იზრდება, თუ ზემოთ აღწერილი პაციენტები: ა) ცხოვრობენ ან მოგზაურობდნენ გასული 14 დღის განმავლობაში იმ ადგილებში (ქვეყანა, რეგიონი, რაიონი, დასახლებული პუნქტი), სადაც SARSCoV-2 ინფექციის შიდა გავრცელებაა აღწერილი; ან ბ) ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი გასული 14 დღის განმავლობაში COVID-19–ის დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევის მქონე პირებთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან. ახლო კონტაქტი გულისხმობს ასეთ პირთან 2 მეტრის და უფრო ახლო მანძილზე ხანგრძლივად ყოფნას პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე ან დაინფიცირებულ სეკრეტებთან პირდაპირი კონტაქტს პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე. ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია