შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში ინტერნეტის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2021
გორში ინტერნეტის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა. სილქნეტის წარმომადგენლებმა მუშაობა დაასრულეს. როგორც ირკვევა, სილქნეტის გარდა, სხვა პროვაიდერი კომპანიის კაბელებიც დაზიანდა. დაზიანებული კაბელის ადგილას სხვა პროვაიდერი კომპანიის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. ,,ჩვენ ვემსახურებით რაიონს, ქალაქს - არა. ჩვენი კაბელიც დაზიანებული იყო. ვერ გეტყვით, სამშენებლო კომპანიის მუშაობის შედეგად დაზიანდა თუ სხვა რამ იყო მიზეზი. ფაქტია, რომ დაზიანებულია - გვითხრა სპეციალისტმა, რომელიც ქალაქის ცენტრში დაზიანებული კაბელის ადგილას გვიან საღამომდე მუშაობდა. მისი თქმით, სილქნეტის წარმომადგენლებმა უკვე დაასრულეს მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტერიტორიას არ დატოვებდნენ. შეგახსენებთ, დღეს 1000-ზე მეტი აბონენტი გორში ინტერნეტის გარეშე დარჩა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ქალაქის ცენტრში მერიის დაკვეთით ქვაფენილებს აგებს, ინტერნეტის კაბელი დააზიანეს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია