შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნუმიზმატიკური სივრცე გაიხსნა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 აპრილი 2021
გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნუმიზმატიკური სივრცე გაიხსნა.. გამოფენილია სამონეტო განძები და უნიკალური მონეტები, რომელიც  მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. მონეტების ქრონოლოგია პრემონეტარული პერიოდიდან (ძვ.წ II -I ათასწლეულები) იწყება და 1834 წლით სრულდება. ,,ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში გადიოდა სტრატეგიული მნიშვნელობის სავაჭრო გზები. - აღნიშნავენ მუზეუმში. ნუმიზმატიკური კოლექციის აღდგენა და ევროპული სტანდარტების ტიპის სივრცის მოწყობა, განხორციელდა USAID/Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით. გორის მერიამ გრანტი 2020 წელს USAID-ის ზრდა პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია