შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში ავტობუსების მძღოლებს შშმ პირებთან ქცევის ეტიკეტის შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მაისი 2021
გორში მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ქცევის ეტიკეტის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, გაიმართა, რომლის პარტნიორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის". პარტნიორული პროექტის ფარგლებში, შშმ პირთა უსაფრთხო გადაადგილების თემაზე, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 120 მძღოლისთვის სამი ტრენინგი ჩატარდება. ,,მულტისექტორული პარტნიორული პროექტის მიზანი საგზაო უსაფრთხოების მდგრადი სტანდარტებისა და წესების შესახებ კომპანიებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებისათვის სასერტიფიკატო ონლაინ კურსის შემუშავება, ტრენინგების ჩატარება და საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა. - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია