შიდა ქართლი
,,მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს - ჩალაძე
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 ნოემბერი 2021
გორის სამხედრო ჰოსპიტლის შიდა ეზოში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ
სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს
ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რაც ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას,
ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს იწვევს.
ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი
ჩალაძემ განაცხადა. ის მოუწოდებს სახალხო დამცველს და დიპლომატიურ
კორპუსს, შეისწავლონ ფაქტი და მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება.
"ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც
ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს არის ე.წ. სისტემა კუპოლი, ან
"გუმბათი", რისი გამოსხივებაც მინიმუმ 100 მეტრის რადიუსზე სასიცოცხლო
საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს სისხლის გათეთრებიდან
დაწყებული, ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. დღევანდელი ჩვენი
კადრებით 1 კმ-ზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება და ეს იწვევს
ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს.
ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ყველა ვინც ამ
მანქანასთან 100 მეტრის რადიუსზე იმყოფება. ეს მანქანა იმ წუთიდან
იმყოფება აქ, როცა მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანეს. ვთხოვ ნინო
ლომჯარიას შეისწავლოს ფაქტი და მე ვთხოვ დიპლომატიურ კორპუსს, რომ
ამაზე მოახდინონ უმკაცრესი რეაქცია", - განაცხადა ჩალაძემ.
მისი განცხადებით, მას აქვს აღნიშნული მანქანის ავთენტური კადრები,
რომელიც თავად გადაიღო.