შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯავის რაიონიდან დევნილსა და წარჩინებულ სტუდენტს კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია გადასცეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2022
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია და შესაბამისი სერთიფიკატი გადასცეს. თსუ-ს ოსური ენის ცენტრის დირექტორმა ნაირა ბეპიევმა კი საკუთარი წიგნი აჩუქა. 2021 წლის სტიპენდიანტი გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ბარბაქაძე. სტიპენდიანტმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის საშუალო სკოლა დაამთავრა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ანა ბარბაქაძე სტიპენდიის სახით ოთხი სასწავლო წლის მანძილზე 300 ლარს ყოველთვიურად მიიღებს. კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. „კოსტა ხეთაგუროვის სტიპენდიებით დაჯილდოების მთავარი მიზანი იმ ახალგაზრდების თანადგომა და მხარდაჭერაა, რომელთაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განსაკუთრებულად რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება, რომელთაც სურთ, რომ დაეუფლონ ხარისხიან უმაღლეს განათლებას და საუკეთესო შედეგი აჩვენონ ეროვნულ გამოცდებზე. სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის როლის გაზრდა და ზოგადად ახალგაზრდების გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ გვჯერა, რომ მეტი განათლებით, მეტი განვითარებით, სამშვიდობო ინიციატივების წარმატებული განხორციელებით და უფრო კონკრეტული მიზანმიმართული ნაბიჯებით, ჩვენ აუცილებლად დავძლევთ მავთულხლართებით აღმართულ ბარიერებს და მივაღწევთ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას და შერიგებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ანა ბარბაქაძეს, რომელიც წელს ერთადერთია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო და წარმატებებს ვუსურვებ მას“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია