შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუნიციპალურმა სამსახურებმა გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 იანვარი 2022
გორის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის გამო, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ მუშაობა დილიდან განაახლა, თუმცა მათი მტკიცებით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე. დილიდან განახლდა გაწმენდითი სამუშაოები. თოვლის საფარისგანი იწმინდება ვერხვების დევნილთა დასახლებაში და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზები. გარდა საავტომობილო გზებისა, მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარებზეც.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია