შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზა ჩაიკეტა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივნისი 2022
უხვი ნალექის გამო ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გაურკვეველი დროით დაიკეტა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 19:15 სთ-ზე როკის გვირაბის ჩრდილოეთ მხარეს მოხდა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ადგილზე ჩრდილოეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია