შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალგორში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აგვისტო 2022
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დაგვიანებულ რეაგირებას ახალგორის რაიონის კიდევ ერთი მცხოვრები ემსხვერპლა. 70 წლის თენგიზ მარტიაშვილი, ახალგორის რაიონის სოფელ მარტიანის მცხოვრები, კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით - ჯერ ახალგორის, ხოლო შემდეგ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტი, თამარა მეარაყიშვილი „ეხო კავკაზასთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: „თენგიზ მარტიაშვილი, სამოცდაათი წლის. შორეული სოფლის მარტიანის მკვიდრი, იქ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტიც კი არ არის. კაცი ძლიერი იყო, ქალიშვილ მეგისთან ერთად საოჯახო მეურნეობას მისდევდა - საქონელი ჰყავდა. როცა მამა ცუდად გახდა, ქალიშვილმა რამდენჯერმე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, შემდეგ რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანა, რომ თბილისში ჰოსპიტალიზაციის უფლება მიეღო, მაგრამ მოხუცი არ გაუშვეს, მას კვებითი მოწამვლა დაუდგინდა და მომდევნო ორი დღე იწვა ახალგორის საავადმყოფოში. შემდეგ გადაიყვანეს ცხინვალში, სადაც ოთხი დღე გაატარა, მეგიმ თბილისში გაშვება მოითხოვა. საბოლოოდ მათ „წითელი ჯვრის“ მეშვეობით წასვლის უფლება მისცეს. პაციენტი ქალაქ მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს და მოხუცი ერთ დღეში გარდაიცვალა. როგორც ჩანს უკვე გვიანი იყო. ამის შემდეგ ატყდა ხმაური. ახლა ამ ამბის ყველა მონაწილე - ექიმი და ახალგორელი ჩინოვნიკები ერთმანეთის ბრალ-მართალს იძიებენ.“
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია