შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურაბიშვილის ახალი სკანდალი - პრეზიდენტის დაცვას ძალადობაში ადანაშაულებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020

სალომე ზურაბიშვილის  დაცვის წევრებს უცხოეთის მოქალაქე  შეურაცხყოფასა და ძალადობაში ადანაშაულებს. თბილისში ტურისტად მყოფი ურუგვაელი ფოტოგრაფი "მთავარს უყვება", რომ საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამსახური ჰიპერმარკეტ "კარფურში" შესვლისას  წინ გადაეღობა, ხელით შეეხო და ტერიტორიიდან მისი გაყვანა ძალის გამოყენებით სცადა. მიზეზი კი ის გახდა, რომ იმ დროს ზურაბიშვილი მარკეტში იმყოფებოდა. როგორც პრეზიდენტმა უცხოელ სტუმარს განუმარტა, დაცვა საკუთარ მოვალეობას ასრულებდა.

პრეზიდენტის დაცვის წევრმა ხელი მკრა და ქართულ ენაზე მიყვიროდა. როგორც მერე გავარკვიე, პრეზიდენტის იქ ყოფნის გამო მეუბნებოდა, რომ კარფურში არ უნდა შევსულიყავი...მექცეოდნენ ძალიან უხეშად...როცა ეს კარფურის მენეჯერბთან გავაპროტესტე, პრეზიდენტიც მოვიდა და ამიხსნა, რომ დაცვა ასე იქცევა ყველა ქვეყანაში" ამბობს "მთავართან" საუბარში ჯესი მონტექსე

ფოტოგრაფი, რომელმაც  კორონავირუსის გამო საკუთარ ქვეყანაში ვერ ბრუნდება, ამბობს რომ ნებართვის გარეშე მას ფოტოებიც გადაუღეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია