შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიგერიაში, მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020

მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან. საზღვარო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში ნიგერიიდან სპეციალური რეისით, რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან

სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა და მეზღვაურები 21 დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლები არიან. უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება მათი უსაფრთხოდ დაბრუნება სამშობლოში. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნებართვების მისაღებად და ნიგერიიდან მათი ტრანსპორტირების ორგანიზების მიმართულებით - აღნიშნა საგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

ცხრა ქართველი მეზღვაური მეკბრეებმა 30 აპრილს ტავდასხმის შედეგად გაიტაცეს. ისინი გუშინ, გვიან ღამით გაათავისუფლეს

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია