შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნების" "მოღვაწეობაა" თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მასკარადი"- კახიძე გახარიას პასუხობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პრემიერ - მინისტრის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ "ქართული ოცნების“ რვაწლიანი „მოღვაწეობა“ თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური მასკარადი, ქვეყნის უკუსვლა და შემოდგომაზე ქართველი ამომრჩეველი ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს".

ოთარ კახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას თვალები დასთხარა და ეს ქართველ ხალხს ჯერაც არ დავიწყებია.

მისი თქმით, გახარიამ პანდემიის დროს გაჭირვებულ მოსახლეობას კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელზეც არ დაგვივიწყებია, რომ თვალები დასთხარა ახალგაზრდებს და ერთი წელი ხდება მალე ამ თარიღიდან, პანდემიის დროს გაჭირვებულ მოსახლეობას კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება და ისეთი შეზღუდვები შემოიღო, რომლითაც ეკონომიკა დამუხრუჭდა და კიდევ უფრო უკან წავიდა. მოსახლეობამ მასობრივად დაკარგა სამსახური და სამთავრობო გეგმით რაღაც 200 ლარიან დახმარებას უგდებენ ცინიკურად. ის კი კიდევ ბედავს და ოპოზიციას პოლიტიკურ მასკარადში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ რვა წლიანი „მოღვაწეობა“ თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური მასკარადი, ქვეყნის უკუსვლა და შემოდგომაზე ქართველი ამომრჩეველი ამ ყველაფერს წერტილს დაუსვმას“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია