შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კანონდამრღვევები ჩინოვნიკების ხელშეწყობით გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ გურიის ბუნებას- მჟავანაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2020

"ამ წუთებში სოფ. მერიაში ქვა-ღორღის უკანონო მოპოვება მიმდინარეობს"- წერს სოციალურ ქსელში, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე:

"ამ წუთებში სოფ. მერიაში ქვა-ღორღის უკანონო მოპოვება მიმდინარეობს, გარემოს დაცვის უფროსი ბატონი ვალერიან ჯინჭარაძე მიუხედავად იმისა რომ ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ პროცესს სახლიდან აკვირდება, დანაშაულზე რეაგირების ნაცვლად დუმილს ამჯობინებს და ამ გზით ხელს უწყობს ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებას.

კანონდამრღვევები აი ასეთი კორუმპირებული ჩინოვნიკების ხელშეწყობით ანადგურებენ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ გურიის ბუნებას."- წერს მჟავანაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია