შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროკავშირმა დაასახელა ქვეყნები, რომელსაც საზღვარს უხსნის, მათ შორისაა საქართველოც

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივნისი 2020

ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის მოქალაქეებისთვის, პანდემიის მიუხედავად, 1 ივლისიდან წევრი ქვეყნები საზღვარს გახსნიან. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში არის საქართველოც. ინფორმაციას 

BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უსაფრთხო ქვეყნების ამჟამიდელ სიაში შედიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს დიდი ბრიტანეთიც.

BBC-ის ცნობით, სია, შესაძლოა, შეიცვალოს და მისი საბოლოო ვარიანტი მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.

უსაფრთხო ქვეყნების არაოფიციალური სია 27 ივნისს გამოცემა "ლე მონდმა" გაავრცელა. მედია იტყობინებოდა, რომ  წევრი ქვეყნის ელჩებმა საზღვრების გახსნის კრიტერიუმები შეათანხმეს და სია განიხილეს, რომელშიც მოსალოდნელი 50-ის ნაცვლად, მხოლოდ 14 ქვეყანაა შესული, მათ შორის, საქართველო. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ფრენების აღდგენას 1-ელ აგვისტომდე არ აპირებს.

ეკონომიკის მინისტრი გადაწყვეტილებას მომატებული რისკებით ხსნის.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ფრენების აღდგენის გადადება საქართველოს ეკონომიკას შემდგომ ზიანს მიაყენებს. მათთვის გაუგებარია, რატომ უზღუდავს საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს გადაადგილებას, მაშინ, როცა ევროკავშირი მათ ამის საშუალებას აძლევს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია