შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნება" უმრავლესობით მოვა, ღრმად ვარ დარწმუნებული - სოფიო კილაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივნისი 2020

რომელი დემოკრატიული სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება მაინც მოვა უმრავლესობით, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, -  ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე.

მისი თქმით, ქართული ოცნება არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს.

"ეს ასე იქნებოდა პროპორციული სისტემის შემთხვევაშიც, ეს ასეა შერეულის შემთხვევაშიც და რა თქმა უნდა მაჟორიტარულის შემთხვევაშიც. მე ამაში მარწმუნებს ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საზოგადოებისგან და რომელიც ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ დაამტკიცა, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებზე – ეს მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს", - თქვა კილაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია