შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა - მედიკოსები მეორე ტალღის მოლოდინში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივნისი 2020

კორონავირუსი ბრუნდება და ეპიდემიასთან დაკავშირებული მთავარი კითხვაა - როდის? მედიკოსები მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც უკვე განგაშის გამოცხადებას იწყებენ.

კორონა პანდემიის პერიოდში ვირუსმა მუტაცია განიცადა. უცხოელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, ის ახლა თავისი წანაზარდებით ადვილად აღწევს უჯრედში. ეს კი მისი გავრცელების რისკს ზრდის და შესაძლოა, უფრო მეტად გადამდები იყოს. თუმცა, საბოლოო პასუხი ჯერ არ არსებობს.

მოსალოდნელია თუ არა, მუტაციის პირობებში, კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა უფრო მასშტაბური იყოს? სპეციალისტების აზრით, ვირუსის სახეცვლილებების გარდა, რისკი შესაძლოა იყოს საზღვრების გახსნა და საერთაშორისო ტურიზმი. ასევე, თუ შეზღუდვების მოხსნის ფონზე არ იქნება დაცული საჭირო რეკომენდაციები, მათ შორის ნიღბის ტარება.

რამდენად არის ქვეყანა მზად ეპიდაფეთქებისთვის? სპეციალისტები ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

ეპიდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორსაა - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი. მისი თქმით, მსოფლიო ისევ საფრთხის წინაშეა, რადგან ეპიდემია სწრაფი ტემპით ვრცელდება. 

ინფექციონისტის განმარტებით, კორონავირუსი იმაზე ნაკლებად არის ცვალებადი, ვიდრე გრიპის ვირუსი. ეს კი მნიშვნელოვანია ვაქცინის შექმნის თვალსაზრისით. ფიქრობენ, რომ ეს პროცესი არ შეფერხდება. გრიპის ვირუსზე აცრა კი, მათ აზრით, ისეთი აქტუალური არასოდეს ყოფილა, როგორც წელს იქნება. როგორც ამბობენ, ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შემოდგომაზე გრიპის ვირუსს კოვიდ-19-ის მეორე ტალღა დაერთო.

ერთ-ერთ პრობლემად სპეციალისტები მედპერსონალის დაინფიცირების მაღალ რიცხვებსაც მიიჩნევენ. მათი აზრით, საჭიროა ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კიდევ უფრო მეტი ინფორმირება და გადამზადება კორონავირუსთან დაკავშირებით. 

დღეს კიდევ ერთი ახალი ვირუსის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ჩინეთში ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა. ვირუსის მატარებელი ღორები არიან. უცხოელი ინფექციონისტები არ გამორიცხავენ, რომ ის, შესაძლოა, ახალი პანდემიის საფუძველი გახდეს, 

მკვლევარები შიშობენ,რომ ვირუსმა შეიძლება მუტაცია განიცადოს და ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე,თუმცა ამ ეტაპზე ამის რისკი დაბალია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია